пятница, 28 февраля 2014 г.

1. პროექტის სახელწოდება:    მათემატიკის სამყაროში
2. პროექტის მოკლე აღწერა :   მოსწავლეები ეცნობა მათემატიკის როლს მოსწავლეთა და სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ) მათემატიკის გამოყენება ჩემი და ჩემი გარემოცვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. (თვითდაკვირვება, დაკვირვება სხვებზე, ინტერვიუები, ფოტოგადაღებები). იკვლევენ, რომელ მათემატიკურ ჩვევებს ფლობენ ადამიანები. ) მათემატიკის გამოყენება ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის ადამინთა ცხოვრებაში. (ინტერნეტი, პრესა, ინტერვიუები, წიგნები). )მათემატიკური სტატისტიკა. (დაკვირვება, გრაფიკების, ცხრილებია და დიაგრამების აგება). ) მათემატიკის როლის მოძიება ისტორიულ წყაროებში: მათემატიკის მნიშვნელობა გლეხკაცის ცხოვრებაში. (საქრთველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ძველი სიგრძისა და წონის ერთეულები, ფართობის გამოკვლევა, მოძიება და მათი დღევანდელ ერთეულებთან შედარება).
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-14, 15-18.
5. ვადები ხანგრძლივობა: 2-3 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სტატისტიკის განხორციელება კლასში: დიაგრამების აგება, მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით, ინტერვიუს აღების მეთოდით საკითხში ჩაღრმავება, დისკუსიის გამართვა, ბლოგების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. პროდუქტები: ფოტოალბომი, პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა, დიაგრამების, ცხრილების, გრაფიკების აგება, ბლოგები შექმნილი მასალის მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება და უნარ-ჩვევათა გამომუშავება მოსწავლის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მშობლიური ენისა და ლიტერატურის როლი, მისი ცოდნის აუცილებლობა მოსწავლის მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანისაგან ინტერვიუს წერისას.
ისტორია - გაეცნობიან ძველად ხალხს რა კავშირი ჰქონდათ მათემატიკასთან და მათემატიკის როლს ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
გეოგრაფია - სხვადასხვა კუთხის და სხავდასხვა ქვეყნის ხალხის საზომი ერთეულების გამოკვლევა.
უცხო ენა - ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და გადათარგმნა.
ისტ - განხორციელება ხდება ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: სოფიო ჩიქოვანი

13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: sofochiqovani@gmail.com


pitagora







Комментариев нет:

Отправить комментарий

კვლევის ანგარიში

კითხვის ტექნიკისა და წაკითხული ტექსტის   გაგება- გააზრების გაუმჯობესება დაწყებით საფეხურზე ...