пятница, 28 февраля 2014 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
დროის ერთეულები.

რა კავშირია დროის ერთეულებს შორის
სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი საფეხური.  IV კლასი
საგანი
მათემატიკა
მოსწავლეთა რაოდენობა
  24  მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
დროის ერთეულებს შორის კავშირის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.   წყვილებში ურთიერთთანამშრომლობა და დროის მართვა. დროის საზომი ხელსაწყოს საათის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლემ შეძლოს ისრებიან(ციფერბლატიან) და ელექტრონულციფრულ საათებზე დროის ამოცნობა,დასახელება,დრო ის ინტერვალის აღწერა;არითმეტიკული მოქმედებების საშუალებით დროის და დროის ინტერვალების დადგენა.

ინდიკატორი:მათ.V.4.იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულს.

*იყენებს დროის 12 და 24–საათიან ფორმატებს და არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით განსაზღვრავს დროსა და დროის ინტერვალს.

*იყენებს ნაშთით გაყოფას ზომის მოცემულ ერთეულებში მონაცემის სხვა ერთეულით გამოსახვისას (მაგ.50000წმ=?საათი)
.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მათ.IV.5.             მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•             გამოსახავს დროის  დიდ ერთეულს (აგრეთვე დიდი ერთეულის ნახევარს) მცირე ერთეულით. (მაგალითად, 1 სთ=30 წთ, 2სთ = 120წთ);
•             იყენებს დროის ერთეულებს (საათები და წუთები) შორის ცნობილ თანაფარდობას და არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით პოულობს დროის (ერთ საათამდე) ინტერვალს;
•             ერთი საათის ნახევარს/მეოთხედს გამოსახავს წუთებით;
•             იყენებს ნაშთით გაყოფას ზომის მოცემულ ერთეულებში მონაცემის სხვა ერთეულით გამოსახვისას (მაგალითადრამდენი საათია 100წუთი?).

წინასწარი ცოდნა
დროის ძირითადი ერთეულების ცოდნა.

ცნობები რომის იმპერატორის იულიუს კეისრის შესახებ.

რომაული ციფრებით რიცხვების ჩაწერა.

განმავითარებელი კომენტარები
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
გამოწვევა - 10 წთ (მოსწავლეები იხსენებენ რომ 1საათში 60 წუთია,დღეღამეში 24 საათია,წელიწადში 365 ან 366დღეა.იმისათვის,რომ დრო სწორად აღნიშნულიყო შემოიღესნაკიანი წელი“.ყოველი 365 დღიანი სამი წლის შემდეგ,მეოთხე წელი 366 დღით განისაზღვრა რომის იმპერატორის იულიუს კეისრის დადგენილებით.
ბავშვები მოგვაწოდებენ ცნობებს იულიუს კეისარზე.
ვსვსმ კითხვებს: –რამდენი თვეა წელიჭადში?
რამდენ დღეს გრძელდება ზამთარი,გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა მარტივ წელიწადში? ნაკიან წელიწადში?
 –რამდენი დღეა კვირაში?
 –1 საუკუნეში რამდენი წელია?
 მოსწავლეებს ვუხსნი რომ ნაკიანია წელი , თუ წლის აღმნიშვნელი რიცხვი უნაშთოდ იყოფა 4–ზე,ასევე ორი ნულით დაბოლოებული წლები.
ამ წესების გათვალისწინებით გაარკვიეთ რომელი წელია ნაკიანი: 1972,2000,2002,2004,2010?

                             –რამდენი წუთია 2 საათში?

                             –რამდენი წამიასაათში?

                             –რა დროა 8.40,14.00,15.30,17.45?)

   კომპიუტერის საშუალებით ვაჩვენებ სურათზე გამოსახულ საათის სურათებს და ვთხოვ გამოიცნონ რა დროს გვიჩვენებს საათი .

                              II.B- ფაზა: ცოდნის კონსტრუირება

                   I- ნაწილი: საათის ცნობაში დროის 12 და 24 საათიან ფორმატების გამოყენებაში გა

                                      წაფვა.

    ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე,რომ ციფერბლატიან საათზე ყოველ 12,24,36 და .. საათის შემდეგ ისრების განლაგება მეორდება.–ეს პერიოდული პროცესია.

        –*რა რიცხვს მიუთითებს პატარა ისარი 16 საათზე?

       მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს,რომ a საათზე და a-12 საათზე საათის ისრების მდებარეობა ერთნაირია.ერთი და იმავე დროს.პატარა ისარი მიუთითებს დროს,რომელიც

( a-12) –ის ტოლია.

                     –დღეღამის რა ნაწილია 12 საათი?  (1/2)

                     –წელიწადის რა ნაწილია 4 თვე?       (1/3)

                    –წუთის რა ნაწილია 15 წამი?              (1/4)

           აქტივობა1: (წყვილებში მუშაობა)–15წთ.

               მოსწავლეებს ვანაწილებ 4 კომპიუტერთან,თითოსთან 2–2–.

   სლაიდი–5:ეკრანზე მოცემულია დროის საშუალო მაჩვენებელი,რომელსაც სხვადასხვა

                      ქვეყნის მცხოვრებნი დღეღამის  განმავლობაში ატარებენ ტელევიზორთან.ვაძ

                     ლევ დავალებას:

                  *გამოსახე საათებსა და წუთებში მოცემული დრო.

                  *გამოთვალე წელიწადში რამდენ საათს ატარებს საქართველოს მოქალაქე კომპიუტერთან.
შედეგი გამოსახე დღეებსა და საათებში.

/ელექტრონულ საათზე ვუნიშნავ 7 წუთს/

       სლაიდი–6.ამოცანაზარმაცაზე“  /5წთ/

        სლაიდი–7.მიუთითე საუკუნე და ჩაწერე თარიღები რომაული ციფრების მეშვეობით.

                        3 წთ.(ვუნიშნავ ქვიშის საათს)

          აქტივობა2:პრეზენტაცია (10 წთ)

                   ვამოწმებ შესრულებულ სამუშაოს.

                  აქტივობა3: ცოდნის გაღრმავების მიზნით ახალი შეკითხვების დასმა;(5წთ)

                     –დროის დასახელებისას რატომ ვიყენებთ სიტყვებსდღის“, „ღამის“?

                    –რა დროიდან იწყება საათის ათვლა დღის დსაწყისში?

                    –რამდენი საათია შემდეგ იწყება შემდეგი,მეორე დღის ათვლა?

                    –რამდენი საათია გუშინდელი დილის 9 საათიდან დღევანდელი საღამოს 9 საა

                     თამდე?

                   –„6–ის ნახევარიიგივეა რაც –––?

                  –19 საუკუნე არის–––? წელი

                  –(9წელი 6თვე – 6წელი 10 თვე)= ?

                  –48 საათი = ? დღეღამე

                  –27 თვე არის  ––წელი––თვე

                  –კონცერტი 18 საათზე დაიწყო და 20 საათსა და 15 წუთზე დამთავრდა.კონცერტი           

                    გრძელდებოდა –––––საათს?
  

      საშინაო დავალების მიცემა /2წთ
შეფასება
განმავითარებელი კომენტარები
საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი

ქვიშის საათიელექტრონული საათი,საათი,ფურცლები,კალმები.

მათემატიკის სახელმძღვანელო   IVკლასის.




Комментариев нет:

Отправить комментарий

კვლევის ანგარიში

კითხვის ტექნიკისა და წაკითხული ტექსტის   გაგება- გააზრების გაუმჯობესება დაწყებით საფეხურზე ...